Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო "რატომ ვხდებით ავად? " 

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა  გამეკეთებინა პროექტის პრეზენტაცია, გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

 ამ მოდულის გამოყენებით პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები.
 განვიხილე და გავაანალიზე თუ როგორ გავუწიო დახმარება მოსწავლეს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ_ჩვევების განვითარებაში. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. შევქმენი მოსწავლეთა სწავლების მხარდამჭერი.
პროექტში ჩავამატე  სხვადასხვა საპროექტო აქტივობები .პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებისთვის გამოვიყენეთ ფასილიტაცია. ფასილიტაცია კი საჭიროა  იმისთვის   რომ  გეზი  მივცეთ  მოსწავლეებს  და  გავუადვილოთ  თავისი  საბაზისო  ცოდნის  გამოყენება.

Saturday, May 7, 2016

მე- 7 დღე



       მიმდინარე მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა თუ როგორ გამეკითებინა კოლეგისთვის განმავითარებელი კომენტარი, როდესაც მას შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
      გავეცანი ერთ- ერთი პროექტის შეფასების  რუბრიკას და მოვარგე  ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
      პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები: კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოში ჩავამატე 2 შეფასების ინსტრუმენტი: ჩეკლისტი და რუბრიკა.  
      გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები. საინტერესო და მრავალფეროვანი დღე იყო.