Sunday, April 24, 2016

მე- 6 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის და შეფასებისთვის. კერძოდ შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც საშუალებას მომცემს შევძლო მოსწავლის ნაშრომის შეფასება. ჩეკლისტი კი დახმარებას გაუწევს მოსწავლეს, რომ შეძლოს თვითშეფასება.

Saturday, April 23, 2016

მე- 5 დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პირველ რიგში ბლოგზე განვავთავსე პროექტის პრეზენტაცია.
 კოლეგის პროექტის  პრეზენტაცია შევაფასე შეფასების რუბრიკის გამოყენებით. შევძელი მისთვის მიმეცა განმავითარებელი კომენტარი.
ვისწავლე bookmark- ის გამოყენება, რაც დამეხმარა დავიმახსოვრო საჭირო საიტები და სწრაფად შევძლო მათი გამოყენება.
გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს.
განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, ვისაუბრეთ  მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის აუცილებლობაზე .

Sunday, April 17, 2016

მე- 4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,  თუ როგორ უნდა გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
გავეცანი განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგიას. ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს  შევძლო შევაფასო :
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვითრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი,ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაგოკნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, April 16, 2016

მე-3 დღე


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების საკვანძო კითხვები გამომეყენებინა რამდენიმე თვალსაზრისით:
1.სტანდარტები მოვარგე ჩემ მიერ დაგეგმილ პროექტს.
2. შევიმუშავე პროექტის მიზნები/
3.სტანდარტების გათვალისწინებით დავგეგმე პროექტის აქტივობები.
4.მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარა მოსწავლეების გამოწვევაში, შეძლონ საკითხის ღრმა შესწავლა.

Sunday, April 10, 2016

მე- 2 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
მასწავლა პროექტის წინასწარ დაგეგმვა.
დამაფიქრა პროექტის მნიშვნელობის აუცილებლობაზე.
ვისწავლე და შევქმენი ბლოგი.
გავეცანი პორთფოლიოში რა საქაღალდეები უნდა მქონდეს.
რატომ და როგორ უნდა გავაცნო ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტები სხვა დაინტერესებულ პირებს.
შევქმენი პუპლიკაცია.